
საქსტატი 2023 წლის II კვარტლის საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებლებს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 65.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 147.6 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 77.5%-ით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 69.5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველოს აეროპორტები 1431.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის II კვარტალში მიიღო 731.8 ათასი მგზავრი (45.1 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 699.8 ათასი მგზავრი (37.2 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის II კვარტალში 6.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 32.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ კი 4.6 ათასი ტონა შეადგინა.
0
0