30/05/2023
14:07
სამართალი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1 812 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 138 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 7.6 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 646 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. ამასთან, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებულია 54 შემთხვევა, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში კი ხუთი შემთხვევა.
2023 წლის აპრილში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 283 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 275 შემთხვევა; მუქარა – 244 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 218 შემთხვევა; ძალადობა – 134 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 119 შემთხვევა; თაღლითობა – 114 შემთხვევა; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 60 შემთხვევა; გაუპატიურება – ექვსი შემთხვევა.
0
0