03/01/2024
23:39
ტურიზმი
Galt & Taggart-მა 2023 წლის ტურიზმის შეფასება გამოაქვეყნა, ორგანიზაციის თანახმად გასული წლის ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების დანახარჯებიდან 274 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.9%-ით მეტია.
შესაბამისად, Galt & Taggart-ის შეფასებით მთლიანად 2023 წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 3.9 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.4%-ით მეტია. მთლიანად 2023 წელს კი სავარაუდო დანახარჯების მოცულობა 4.2 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 19%).
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2023 წლის მესამე კვარტლის ანგარიში გამოქვეყნებული ჯერ არ აქვს. სწორედ აღნიშნული სტატისტიკის გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველო 2023 წლის განმავლობაში და რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ისინი.
2024 წლისთვის Galt & Taggart-ი ტურიზმიდან 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.
0
0