09/02/2024
11:17
ტურიზმი
სტატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, როგორც უწყების ანგარიშში წერია, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 43.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.6 პროცენტს შეადგენდა.
ასევე, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი – 35.4 პროცენტი განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 1.0 მილიონი და 349.0 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.
საქსტატის ცნობით, გასულ წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 7.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა.
0
0