
2023 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან გამოძევებულთა შორის ყველაზე მეტნი საქართველოს მოქალაქეები არიან - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა აქვეყნებს.
გერმანიიიდან 2023 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი იქნა დეპორტირებული, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მონაცემებით, წელს ქვეყნიდან 7861 ადამიანი გააძევეს, რაც 27 პროცენტით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გაძევებულთა შორის 1664 ქალია და 1375 არასრულწლოვანი.
პრესა აღნიშნავს, რომ მხოლოდ პირველ კვარტალში დეპორტაციის 520 მცდელობა ბოლო მომენტში ჩაიშალა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დეპორატაციას დაქვემდებარებულ პირთა წინააღმდეგობა, პილოტების ან ავიაკომპანიის და ფედერალური პოლიციის მიერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპორტირებულთა რაოდენობის მხრივ ლიდერობენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები (705 ადამიანი). მომდევნო ადგილებზე კი არიან ჩრდილოეთ მაკედონიელები(665 ადამიანი), ავღანელები (659 ადამიანი) და თურქები (525 ადამიანი).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველო 2023 წლის იანვარ-ივნისში დათანხმდა გერმანიიდან საქართველოს 1504 მოქალაქის დეპორტაციას და არ დათანხმდა 5 მოქალაქის დეპორტაციას.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025