
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, ხონში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის გამო, კარანტინი გამოცხადდება.
ამასთან, ჩალიგავას თქმით, წელს საქართველოში ცოფის ვირუსის 46 შემთხვევა გამოვლინდა.
„გამოცხადდება კარანტინი, ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რასაც ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებები.
წელს ჩვენ ცხოველებში ცოფის ვირუსის 46 შემთხვევა დაგვიფიქსირდა, რა შემთხვევაშიც გატარდა სალიკვიდაციო ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით აცრილია 150 00-მდე ცხოველი“, - აღნიშნა ჩალიგავამ.
ხონში ცოფის ვირუსი გამოვლინდა. ვირუსი ძაღლს ლაბორატორიულად დაუდასტურდა, რომელმაც რამდენიმე ადამიანი დაკბინა. მათ შორის 3 ბავშვია.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026