25/01/2023
14:16
ეკონომიკა
საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 36,550 მლნ ცალი (5,834 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წელს - 17,139 მლნ ერთეული (1,218 მლნ აშშ დოლარი).
ამ რაოდენობის კვერცხი საქართველოს არასდროს არ უყიდია.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მოცემული სტატისტიკის მიხედვით, (2009-2022 წლები) აქამდე ყველაზე დიდი მოცულობს პროდუქტი ქვეყანამ პანდემიამდე, 2019 წელს შეიძინა, მაშინ საქართველომ 31,781 მლნ ცალი კვერცხი იყიდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იმპორტირებული კვერცხის 89,5% თურქეთზე მოდის.
შარშან საქართველომ კვერცხი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა შემდეგი ქვეყნებისგან:
თურქეთი - 32,702 მლნ ცალი (4,754 მლნ აშშ დოლარი)
უნგრეთი - 2,451 მლნ ცალი (724.4 ათასი აშშ დოლარი)
რუსეთი - 784.4 ათასი ცალი (153.1 ათასი აშშ დოლარი)
ბულგარეთი - 403.1 ათასი ცალი (138.4 ათასი აშშ დოლარი)
ნიდერლანდები - 207.3 ათასი ცალი (60.1 ათასი აშშ დოლარი)
საფრანგეთი - 1.4 ათასი ცალი (3.9 ათასი აშშ დოლარი)
0
0