04/04/2022
12:40
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალის ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვის მიხედვით, 2021 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტით $234 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, მათ შორის რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა $130 მლნ, უკრაინიდან კი $23 მლნ შეადგინა.
თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე, გადაცემა საქმიან დილაში აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს, ღვინის ექსპორტში 30%-იანი შემცირება ექნება.
„ერთი, რაც ცხადია, 2006 წელს რუსეთის მიერ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, დღეს ჩვენი ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია. თუმცა რუსეთისა და უკრაინის წილი ჩვენ ექსპორტში ჯამში, დაახლოებით, 57-65%-ს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ომის გარეშე სცენარით, თუ ექსპორტი ისეთ ტემპს შეინარჩუნებდა, როგორიც 2021 წელს ჰქონდა, მაშინ 11%-იან ზრდას ველოდით, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ექსპორტის 30%-იან შემცირებას ვვარაუდობთ“, - ამბობს კვახაძე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024