-share.jpg)
2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა.
გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა.
რეაბილიტირდა:
60 კილომეტრამდე გზა
3 საბავშვო ბაღი
მოეწყო:
8 სკვერი
9 სპორტული მოედანი
11 სოფელში სასმელი წყლის სისტემა
აშენდა:
3 საბავშვო ბაღი
1 სკოლა
2022 წელს 170 - მდე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამები, მოსახლეობას მათივე საყოფაცხოვრებო პირობების (საერთო სარგებლობის სივრცეების) გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.
გარდა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, პროგრამების მიზანი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაა.
0
0