
2022 წელს, ძევერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 4 სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა და განხორციელდა.
🔹 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარეგანათების სისტემის მოწყობა გაგრძელდა ძევერაში (დაემატა 38 წერტილი), ქიწნისში (დაემატა 38 წერტილი) და სათემოში (დაემატა 30 წერტილი).
✅ ქიწნისში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავი და კომუნიკაციები, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზო და დამონტაჟდება ატრაქციონები. ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია.
✅ შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 649 899.97 ლარია, გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 875 მეტრია, დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. გარდა ამისა, მოეწყობა 1 010 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხიც. სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოიხრეშა 300 მეტრამდე შიდა საუმბო გზაც.
✅ ქიწნისში (ქიწნისის მეურნეობაში) მოეწყო სასმელი წყლის სისტემა. პროექტი ითვალისწინებდა ახალი ჭაბურღილის, საქლორატოროს, სადაწნეო კოშკის გამანაწილებელი ქსელის მოწყობასა და ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს. აღნიშნულ დასახლებაში მცოხვრებ 100 - მდე ოჯახს სასმელი წყალი უკვე 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.
0
0
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
15/03/2025