26/12/2022
20:56
ეკონომიკა
2022 წელს, საქართველოში, ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ - იანვარ-ნოემბერში 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 1,974 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 215 მლნ ლარით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 649,079 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 491,017 მლნ ლარი. ნოემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 421,824 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, ნოემბერში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,011 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 72,895 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 45,093 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024