21/03/2022
11:47
ეკონომიკა
საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; 16.6 პროცენტიანი წილით ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და 11.7 პროცენტიანი წილით დამამუშავებელი მრეწველობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები -10.2 პროცენტით, მშენებლობა – 8.0 პროცენტით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 7.0 პროცენტით, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.5 პროცენტით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.2 პროცენტით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.2 პროცენტით, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 4.8 პროცენტით.
ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (19.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (43.1 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (28.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (23.5 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.0 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (29.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (33.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (23.9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (13.5 პროცენტი).
კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-21.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-1.4 პროცენტი), განათლება (-2.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-0.9 პროცენტი).
გაიზარდა ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და დოლარში 5 015.3 აშშ. დოლარი, ხოლო ლარებში 16 154.1 ლარი შეადგინა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024