ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე დონალდ ტრამპს ხელახლა ბრალი წაუყენა.
ახალი საბრალდებო დასკვნა არ შეიცავს ზოგიერთ ბრალდებას ტრამპის წინააღმდეგ, თუმცა შეიცავს იგივე ოთხ ბრალდებას, რაც წინა დასკვნაში იყო, მათ შორის „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს“.
საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა და შეთქმულების თანამონაწილეებმა შეგნებულად გამოიყენეს ცრუ განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა აეძულებინათ შტატის კანონმდებლები და საარჩევნო ოფიციალური პირები, გაეუქმებინათ ლეგიტიმური არჩევნების შედეგები და შეეცვალათ ბრალდებულის ოპონენტის, ჯოზეფ ბაიდენის საარჩევნო ხმები ბრალდებულის ხმებით.
მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამართლებრივი დევნისგან მნიშვნელოვანი იმუნიტეტის უფლება აქვს.
0
0