
საქმე ლაპარაკის ნაცვლად – მნიშვნელოვანია, რომ კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას, რათა ყველაფერი გახდეს ნათელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული.
„გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე. შესაბამისად, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0