
რომ შევაჯამოთ, 2017 წლიდან დღემდე 2700 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კიდევ 5 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი.
„ამ პრობლემის მოგვარება ჩემი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ეს პროცესი მერიაში ჩემი მოსვლისთანავე დავიწყეთ. ასეთ ოჯახებს, წლობით დაუკანონებელი ქონება, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ საკუთრებაში. დღეს კიდევ 5 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, მათგან ოთხს ჩუღურეთში, ხოლო ერთს სამგორში.
მინდა, მოვუწოდო ყველას, ვინც შესაძლოა დაუკანონებელ ფართში წლების განმავლობაში ცხოვრობს - მიმართეთ გამგეობას, სადაც დეტალურად აგიხსნიან რა დოკუმენტაციაა საჭირო და რა სახის პროცედურებია გასავლელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0