11/08/2023
10:57
პოლიტიკა
2008 წლის 11 აგვისტოს ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. მთავარსარდალმა. გახსოვთ, თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მისი თქმით, 11 აგვისტოს შინდისის გმირებმა თავი შესწირეს სამშობლოს და იმავე დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა „არნახული სიმხდალე აჩვენა“.
„საუბედუროდ ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია, რადგან ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. მთავარსარდალმა. გახსოვთ, გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას აქ ჩამოყვანილი ჰყავდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როცა ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ლომი ბიჭების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ დროს სათავეში ედგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
0
0