09/09/2023
21:58
პოლიტიკა
„დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრო, ბატონო ღარიბაშვილო, რომ გლობალური ომის პარტიის რიგითს, ჯოზეფ ბორელს საჯაროდ უთხარით ქართველი ხალხის სათქმელი! ჩვენ ევროკავშირის სიმბოლური სტატუსი დიდი ხანია გვეკუთვნის და თუ ამას დღემდე ვერ ხედავენ ბრიუსელში, მათ ნამუსზე იყოს“, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
მისი თქმით, 2008-ში, აგვისტოს ომამდე სპეციალური გაფრთხილებებით საქართველოს ეწვია ჯოზეფ ბორელის წინამორბედი, ესპანელი ხავიერ სოლანა. სააკაშვილმა სოლანა ბათუმში მიიწვია და ღამის ბულვარის ერთ-ერთ ბარში მეძავები შესთავაზა.
„დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრო, ბატონო ღარიბაშვილო, რომ გლობალური ომის პარტიის რიგითს, ჯოზეფ ბორელს საჯაროდ უთხარით ქართველი ხალხის სათქმელი! ჩვენ ევროკავშირის სიმბოლური სტატუსი დიდი ხანია გვეკუთვნის და თუ ამას დღემდე ვერ ხედავენ ბრიუსელში, მათ ნამუსზე იყოს აქ წყლის ამღვრევის ნებისმიერი უშედეგო ნაცმცდელობა. (ცნობისთვის, ევროკავშირის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, ურსულა ფონ დერ ლაიენის მოადგილეს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს თვითმფრინავიც კი არ უბოძეს ბრიუსელში. 2008-ში, აგვისტოს ომამდე სპეციალური გაფრთხილებებით საქართველოს ეწვია მისი წინამორბედი, ესპანელი ხავიერ სოლანა. მაშინ ევროკავშირის პოლიტიკური მრჩეველი ვიყავი და უდიდესი გამოცდილება იყო სოლანას გუნდთან თუნდაც ხანმოკლე მუშაობა. სააკაშვილმა სოლანა ბათუმში მიიწვია და აბა რა ქნა? ღამის ბულვარის ერთ-ერთ ბარში მეძავები შესთავაზა.
ესპანელმა ტოპ დიპლომატმა ღირსეულად უთხრა - მე ბაბუა კაცი ვარ და ეს თინეიჯერული სვლები არაა ჩემს დღის წესრიგში! მომდევნო დღეს, ბათუმის აეროპორტიდან სოლანა იმდროინდელმა პრემიერმა გურგენიძემ და აჭარის ხელისუფლების მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვაშაძემ გააცილეს. მიშას ეძინა, მე კი ბელგიელი მფრინავების მიერ მინი ბარში გამოწრუპულ ვისკებზე და თხილზე ვიხდიდი ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ბრავო საგარეო საქმეთა სამინისტროს იმდროინდელ პროტოკოლს (ახლაც მაგრები არიან), სამართლიანად გააჩმახეს ბელგიელი მფრინავების მიერ ბათუმის "ინტურისტის" ვითომ გადაგდებაზე),“ - წერს აბაშიძე.
0
0