
„საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, 2008 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი შეცდომები და უამრავი დანაშაული ჩაიდინა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ ისტორიული შეცდომები დაუშვა.
„უდიდესი ძალისხმევის შედეგად, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლით უდიდესი გადაწყვეტილება მოგვეპოვებინა და ახლა უკვე ჩვენ მხარეზეა საერთაშორისო სასამართლოთი და საერთაშორისო სამართლით დამტკიცებული ოკუპაციის, აგრესიული ომის წარმოება საქართველოსთან მიმართებაში.
2008 წლის ომთან მიმართებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა, საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით. აი, ამ ხალხის ძალისხმევით და უპასუხისმგებლო ნაბიჯების შედეგად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე იქნა ისტორიული შეცდომები და არა მარტო შეცდომები, მათი მხრიდან არის უამრავი დანაშაული ჩადენილი“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
0
0