2008-ში ძირითადად აქტიური ადამიანები იბრძოდნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი, განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს - ნიკა მელია
05/02/2022
23:53
პოლიტიკა
A-
+A
„2008 წელს და 1921 წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო, გესმით?, - აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოპიოვა.
ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.
ვიდეოში მელია მხარდამჭერებს მიმართავს.
„გამოვიდა, რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, მეტი არავინ. 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი. განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს“, - ამბობს მელია ვიდეოჩანაწერში.
0
0
337
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%