19/07/2022
14:02
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა რეგულაცია შეცვალა და ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა იქნება ნებადართული.
„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად, ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა აიკრძალა, რაც სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა.
0
0