30/10/2023
10:31
მსოფლიო
დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულებს საშუალო და მძიმე დაზიანებები აქვთ. მათ შორის არიან როგორც პოლიციელები, ასევე სამოქალაქო პირები. ორი პირის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, – აცხადებენ რეგიონულ ჯანდაცვის სამინისტროში.
ამასთან, როგორც მედია წერს, აეროპორტში არეულობაში მონაწილე 150 პირია იდენტიფიცირებული, მათგან 60 დაკავებულია.
„დაღესტნის რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლების მიერ, სხვა ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მიღებული ღონისძიებების შედეგად, აღიკვეთა დარღვევები. ამჟამად, აეროპორტი მთლიანად ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშაა. არეულობის 150-ზე მეტი მონაწილე იდენტიფიცირებულია, მათგან 60 დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0