
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურისაუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაში მედიკოსები აღნიშნავენ, ვახტანგ ჩარკვიანის შემთხვევა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ორჯერ შეისწავლა და დადგინდა, რომ „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაკავშირებული იყო დაავადების მძიმე მიმდინარეობასთან და არა რომელიმე სამედიცინო მანიპულაციასთან, ან მედიკამენტის გამოყენებასთან“.
ამასთან, ექიმები აცხადებენ, რომ „ექსპერტ- კრიმინალისტის“ გ.დეკანოზიშვილის დასკვნის საფუძველზე საზოგადოებას ტყუილი უთხრეს, რომ პაციენტის სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკით „პერედოზირება“ გახდა.
მედიკოსების განმარტებით, დეკანოზიშვილს მსგავსი დასკვნის გასაკეთებლად კვალიფიკაცია და უფლებამოსილება არ გააჩნია.
როგორც ექიმები განცხადებაში განმარტავენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა, რათა „გამოძიება დაიწყოს დეკანოზიშვილის მიერ ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემის ფაქტზე“.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.
0
0