22/06/2022
15:14
პოლიტიკა
პარტია „გირჩი –მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ დაანონსებულ, მომდევნო აქციაზე, თავადაც წავიდეს.
„20-შიც იყო ზარქუა, უბრალოდ სამგორის გამგებლის ეშინია და მალავს“, – წერს „ფეისბუკზე“ ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროინტეგრაციას ხელი ერთად უნდა შეუწყოს.
„ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო, და ვიტყვით, მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის დიახ საქართველოს სახელმწიფოს საკადრისი. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ“. – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
0
0