27/07/2023
15:17
პოლიტიკა
სამოქალაქო აქტივისტები ბათუმში შეკრებას და რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო გემის შემოსვლის გაპროტესტებას გეგმავენ. რამდენიმე ადგილობრივმა უკვე დაწერა ფეისბუქზე, რომ დღეს, საღამოს 20 საათზე სწორედ საკრუიზო გემთან შეიკრიბებიან:
"რუსების თარეში ამ ქვეყანაში არ გამოვა.
სტაბილურ დისკომფორტში უნდა იყვნენ და იმ ამაზრზენი განცხადებებისთვის, რაც ჩვენს ქალაქში, ბათუმში გააკეთეს საკადრისი პასუხი მიიღონ!
ჩვენი ღირსების, ეროვნულობის, თავმოყვარეობის და პატრიოტიზმის გადათელვაში საკუთარ თავებს მოუმკით ძალიან ცუდს.
20:00-ზე შევიკრიბოთ იქ სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია.
და გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში მათი ადგილი არასდროს იქნება.! - წერს ფეისბუქზე, ცოტნე მორცხულავა.
შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე", რომელსაც რუსეთიდან ტურისტები მოჰყავდა, ბათუმშია. გემი სოჭიდან, დილის 5 საათზე შემოვიდა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას.
ქართულმა მედიამ რამდენიმე ტურისტი ჩაწერა. ისინი ამტკიცებენ, რომ კრემლი ოკუპანტი არაა და აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს".
0
0