14/07/2023
08:44
მსოფლიო
საფრანგეთში, ოთხი დღის წინ გაუჩინარებული მცირეწლოვანი ბავშვის მასობრივი, საჰაერო და სახმელეთო სამძებრო სამუშაოები შეწყდა. როგორც The Guardian ადგილობრივ პროკურორ რემი ეივონზე დაყრდნობით წერს, სამძებრო სამუშაოებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო.
„სამედიცინო თვალსაზრისით, 48 საათში, ბავშვის ასაკისა და აქ არსებული სიცხეების გათვალისწინებით, მისი სიცოცხლე ძალიან დიდი რისკის ქვეშ იქნებოდა“, - აცხადებს რემი ეივონი.
მისივე თქმით, ახლა, აქცენტი ბავშვის გაუჩინარების მიზეზების გამოძიებაზე გაკეთდება „ოთხი დღის განმავლობაში შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზებით“.
2 წლის ბავშვი, სახელად ემილი, რომელიც სოფელ ვერნეტში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა, უგზო-უკვლოდ სამშაბათს, 11 ივლისს დაიკარგა.
აღსანიშნავია, რომ ის ზონა, სადაც ბავშვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, მთიანი და კლდოვანი რელიეფით გამოირჩევა, ბოლო დღეებში კი იქ ჰაერის ტემპერატურამ 35 გრადუსს მიაღწია.
0
0