11/12/2024
18:48
სამართალი
საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელიც ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 4 დეკემბერს, ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველზე დამონტაჟებული კამერები, რასაც პროკურატურის ინფორმაციით, 8 000 ლარამდე ზიანი მოჰყვა.
"ძირითადად, ჩვენი დაინტერესების საგანი იყო, სასამართლოს ემსჯელა შესაძლებლობაზე - გამოეყენებინა პატიმრობისგან განსხვავებული, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება, როგორც გახლავთ, მაგალითად, გირაო. თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერ საქმეზე, რასაც ხშირად განვმარტავ ხოლმე ტელევიზიასთან, ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, ყოველგვარი განხილვისა და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოს და სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა დანაშაული, რაც გენერალურად ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ჭრილში ნიშნავს იმას, რომ გვაქვს კოლექტიურ დამოკიდებულებასთან აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ“, - აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
0
0