
მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ სიახლეებზე რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელდება; მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
„გიორგი კალანდარიშვილმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალსახად არსებითია სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკა და მიგნებები გაუზიარონ.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საზღვარგარეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეძლეს ჩამოსვლა და ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025