
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბიჭვინთის, გრიგოლ ხანძთელის, ჩიქვანაიას, ალექსანდრე მანაგაძის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდგორის, ნინიძის, სერგო წულაძის, ციხისძირის, ჩოლოყაშვილის, ვირსალაძის, სახალხოს, როსტომაშვილის, ამილახვარის, აბრამიშვილის, ლერწმის, ბაქარაშვილის, თეთრიწყაროს, აბუსერიძე-ტბელის, ბოგდან ხმელნიცკის, გუდარეხის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, ვასო გოძიაშვილის, თოფურიძის, მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, ფარჯიანის, არზაყან ემუხვარის, გელოვანის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, მელიტონ ქანთარიას, მარგიანის, შალვა ნუცუბიძის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების, რობაქიძის გამზირის და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0