16/01/2026
16:34

„უბრალოდ 193 მილიარდი ევრო დაიწვა“, უკრაინელები უკვე აღარ გვთხოვენ, არამედ ზოგჯერ, მოითხოვენ კიდეც ფულს ევროკავშირისგან- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
„ნუ, იშვიათი ნიჭის ადამიანი უნდა იყო, რომ ათეულობით და ასეულობით მილიარდში გაერკვიო, მაგრამ, საბედნიეროდ, მე ასეთი ვარ. ასე რომ, ვერკვევი. შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, თავად ბრიუსელის მონაცემებით, ევროპელებმა უკვე დახარჯეს 193 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად.
ცალკე უნდა ითქავს ამერიკელებზეც, მაგრამ მათ, უნდა ვაღიაროთ, ჩვენზე მეტი ჭკუა აქვთ. ისინი საჭირო მომენტში გავიდნენ თამაშიდან. არ ვიცი, ამოიღეს თუ არა უკვე სრულად თავისი დნახარჯები, მაგრამ მათ ვიცნობ და მეპარება ეჭვი, რომ იზარალონ. ეჭვგარეშეა, ბაიდენის ადმინისტრაციამ უზარმაზარი მხარდაჭერა გაუწია, მაგრამ ამჟამინდელმა [ადმინისტრაციამ] ეს შეწყვიტა, ისინი გავიდნენ ამ პროცესიდან და ფულის უკან დაბრუნება დაიწყეს.
ევროპელები სულ სხვა გზით მიდიან. ჩვენ, როგორც წესი, იგნორირებას ვუკეთებთ საღი აზრის წესებს, ხოლო ბრიუსელელი ლიდერები მუდმივად, პრაქტიკულად ყოველგვარი პირობის გარეშე, აძლევენ ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინას და პირდაპირ აცხადებენ: რამდენსაც საჭირო იქნება — იმდენს მოგცემთო. უკრაინელები კი სულელები არ არიან: თუ აძლევენ იმდენს, რამდენიც სჭირდებათ, ისინიც ითხოვენ.
მეტიც, ვიტყოდი, რომ ზოგჯერ ისინი მოითხოვენ კიდეც და მათი ტონი ხანდახან მეტად გამომწვევია. ასე რომ, დავუბრუნდეთ ციფრებს: უბრალოდ რომ ვთქვათ, დაიწვა 193 მილიარდი ევრო. ამ თანხის ნაწილი, რა თქმა უნდა, გაფორმებულია როგორც სესხები, მაგრამ ყველას ესმის, რომ უკრაინა მათ ცხოვრებაში ვერასოდეს დააბრუნებს. ეს ფული უკვე წასულია“.- განაცხადა ორბანმა.
0
0
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
16/01/2026