13/05/2022
14:31
პოლიტიკა
191 ქვეყანას შორის საქართველო არის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ რაც შეგვიძლია, ვუკეთებთ მაქსიმუმს, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით. გახსენებთ, მე თავად მოვინახულე უკრაინული ბავშვებისთვის გახსნილი უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს გახსნას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით. ეს არის მაქსიმუმი. გთხოვთ, იფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე პირველ რიგში. თქვენი პარტიული ინტერესები და საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი დაირაზმა მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა რეგიონი და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში უკრაინელებისთვის. ხალხო, ეს დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0