
სავარაუდო სუიციდი თუ უბედური შემთხვევა - არსებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში ჯარისკაცი გარდაცვლილი ნახეს.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.
გარდაცვლილი, რ.ჩ. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იყო.
როგორც “სფეისნიუსსთან” ადგილობრივები ამბობენ, 19 წლის ჯარისკაცი სამხედრო ნაწილში დაიღუპა.
"შოკში ვართ... არ ვიცი რა ვთქვათ, მძიმე და აუტანელია ეს ტკივილი... როგორც ამბობენ, ერთ სამხედრო ნაწილში ნახეს გარდაცვლილი. ჩვენი რეზი საქართველოს ჩემპიონი იყო კრივში. სამხედრო ნაწილიდან მოასვენეს," - ამბობენ ადგილობრივები “სფეისნიუსთან”.
ინფორმაციას ოფიციალურად თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს. გარდაცვლილი უკვე საკუთარ სახლში, ხობშია გადასვენებული.
დაღუპული ახალგაზრდა სულ მალე ასრულებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას, რის შემდეგაც სახლში უნდა დაბრუნებულიყო.
0
0