
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, ილია ვეკუას, ხევისპირის, ბერთუბანის, დავით აღმაშენებლის, დავით ჯაბიძის, ფარსმან მეორე ქველის და დრანდის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ვერეს, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, რიგის, შოვის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, ბერძენიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, ნინო რამიშვილის, აბულაძის, ჯავახიშვილის, ბაზალეთის, თამარაშვილის, ირაკლი უჩანეიშვილის, იმედაძის, ზურაბ საკანდელიძის, ნინო ჟვანიას, არჩილ ამაღლობელის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, ჯანსუღ კორძაიას და მალხაზ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
ცოტა ხნის წინ, წალენჯიხაში სახლი დაიწვა
17/03/2025