
რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში „ვაგნერის“ ვეტერანებსა და ადგილობრივ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, იყო სროლა. როგორც „მედიაზონა“ წერს, შემთხვევა 25 მაისს მოხდა.
სოცქსელებში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კაცს, რომელსაც სამხედრო უნიფორმა აცვია, შავებში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი უახლოვდება და მისი მისამართით სროლას იწყებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მომხდარს წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება.
„მედიაზონის“ ინფორმაციით, მსროლელმა მანამდე 21 წლის კაცი სცემა, რომელსაც „ვაგნერის“ ვეტერანი გამოესარჩლა და დასახმარებლად თან მიიყვანა დაჯგუფების სხვა წევრებიც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა „ვაგნერელებმა“ ახალგაზრდებს სცემეს, თუმცა ისინი ცეცხლსასროლი იარაღებით დაბრუნდნენ და მასობრივი სროლა დაიწყო, რის შემდეგაც „ვაგნერის“ ვეტერანებმა უკან დაიხიეს. რუსული მედიის ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025