
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, ნიკოლოზ ლანდიას, სესილია თაყაიშვილის, ილია სუხიშვილის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ანა კალანდაძის, შორსის, ხვიჩიას, შარტავას, იოსებიძის, ბროლოსანის, მერაბ კოსტავას და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა
16/02/2026