
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, V მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის, გრაფ შულენბურგის და ჯაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, III IIIა მიკრორაიონების, ილია სუხიშვილის, სესილია თაყაიშვილის და ნიკოლოზ ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, ალავერდელის, დევდარიანის, თამრო ვაშლოვნელის, გიორგი ჩიკვაიძის, იუმაშევის და თენგიზ ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0