
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, თოფურიძის, მაჭავარიანის, ემხვარის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის, ფარჯიანის, ტერევერკოს, ბერძენიშვილის, ბალანჩინის, ბოხუას, ბელიაშვილის, იუნკერ შალვა ერისთავის, ჩაჩავას, ჭიაურელის, ახმეტელის და ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ლუბლიანას (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის, ალეკო გობრონიძის, წმინდა ნინოს, დუმბაძის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საექიმოს, ლეხ კაჩინსკის, ალექსანდრე ონიანის, კაჭარავას, პატარძეულის, ჯორჯაძის, ბოჭორმის, სოლომონ დოდაშვილის, იორის, ვლადიმერ ლობჟანიძის, მეველეს, მათიაშვილის, შავსოფლის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ნავთლუღის, სოფრომაძის, არბოშიკის, დოლაბაურის, ონიანის, იალბუზის, გლახო ზახაროვის, სამასი არაგველის, ალექსანდრე ახვლედიანის, ბოჭორიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ბოდბის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, წერნაკის, ლეილა აბაშიძის და ლუსინიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0