
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში (30-30 წუთით) შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, ტაბახმელას, კიკეთის, წავკისის, ბეთანიის და თელეთის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების II, IIა, III, IV ზონების, დიდი დიღმის I, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის, ვასო გოძიაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, ციალა გაბაშვილის, არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის, გელოვანის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, არჩილ მეფის, მირიან მეფის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026