
უკრაინაში ფართომასშტაბიანი რუსული შემოჭრის დაწყებიდან პირველად, უკრაინის ხელისუფლებამ 18-დან 22 წლამდე ასაკის მამაკაც უკრაინელ მოქალაქეებს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთისა და ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.
ამის შესახებ ცნობილი გახდა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადეს.
„18-დან 22 წლამდე ასაკის მამაკაცებს საომარი მდგომარეობის დროს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა შეეძლებათ“, - ნათქვამია განცხადებაში. ეს ასევე ეხება მათ, ვინც უკვე საზღვარგარეთ იმყოფება - მათ შეეძლებათ უკრაინაში შესვლა და უკან დაბრუნება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია „ახალგაზრდა უკრაინელებისთვის განათლების, სტაჟირებისა და საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების უფრო ფართო შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რათა მათ შემდგომში შეძლონ მიღებული გამოცდილების გამოყენება უკრაინის განვითარებისთვის“.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ მთავრობას დაავალა, „შეემუშავებინა 18-დან 22 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივების შესაძლებლობა“.
0
0