29/11/2022
20:41
საზოგადოება
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, მთაწმინდის რაიონში 17 000-მდე აბონენტს დღეს ღამით გაზის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, აბონენტებისათვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დღეს მთაწმინდის რაიონში 17 000-მდე აბონენტს შეუწყდება. ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს, 23:00 საათზე დაიწყება, კომპანია „თბილისი ენერჯის“ ოპერატიული ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ ხვალ დილიდან ყველა აბონენტი ჩაირთოს.
აბონენტებისათვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0