30/05/2023
22:51
სამართალი
16 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მისი ბიძა დააკავეს. საზარელი ფაქტი მარნეულში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეზე მამიდის ქმარი წლების განმავლობაში ძალადობდა. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი გოგონას ემუქრებოდა, რომ თუ ამბავს გაამჟღავნებდა, ოჯახის წევრებს მოუკლავდა.
"ბიძად ეკუთვნოდა ამ გოგოს. ეს მოზარდი ბებიასთან ცხოვრობს. მესიჯი მიუწერია არასამთავრობოებისთვის და დახმარება უთხოვია. ჩვენც გაოგნებულები ვართ" - ამბობენ სოფელში.
მეზობლები ჰყვებიან, რომ ბიძა გოგოს სახლში ხშირად დადიოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის შესახებ მხოლოდ მამაკაცის დაკავების შემდეგ გაიგეს.
ბრალდებულის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მოზარდის ჩვენება და ის მოკლე ტექსტური შეტყობინებებია, რომელსაც გოგონა მის მეგობრებს უგზავნიდა.
დაკავებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. რაც შეეხება მოზარდს, ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და დროებით, საცხოვრებელი ადგილი შეცვლილი აქვს.
0
0