20/11/2022
18:44
მსოფლიო
რადგან წიაღისეული საწვავი გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანო გამონაბოლქვს გამოყოფს, სათბურის აირების ემისიის შემცირება მრავალი კომპანიის მისიად არის ქცეული.
პრობლემის გადაჭრის ერთი გზა გეოთერმული ენერგიის გამოყენებაა, ამბობს “ქუაიზ ენერჯის” თანადამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი, მეთ ჰაუდი.
“მიწისქვეშ არსებული სითბური მარაგი დედამიწის წლიურ ენერგიაზე მოთხოვნას 1 მილიარჯერ აღემატება. ამიტომ ამ ალტერნატივის ნაწილობრივი გამოყენებაც კი მომავლის ენერგეტიკულ საჭიროების დასაკმაყოფილებლად საკმარისზე მეტია,” - თქვა ჰაუდიმ.
თუმცა, ამჟამად არ არსებობს აღჭურვილობა ან ტექნოლოგია, რაც დედამიწის სიღრმეში შეღწევის საშუალებას მოგვცემს რათა ენერგიის მიწისქვეშა წყარო ხელმისაწვდომი გახდეს.
“თუ 16 კილომეტრის სიღრმეზე ჩავაღწევთ, ყველგან საკმარისად მაღალ ტემპერატურას მივადგებით. თუ კიდევ უფრო ღრმად გავბურღავთ, ისეთ ტემპერატურას მივაღწევთ, რომელიც წყალს ზეკრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანს,” - ამბობს ჰაუდი. ხსენებული ზეკრიზისული მდგომარეობა, წყლის ორთქლისებრ მდგომარეობას, თითქმის აირად მდგომარეობას გულისხმობს.
ჰაუდი მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჟაბურღილის მაგალითს იხსენებს - კოლას ჭაბურღილს. მიუხედავად დახვეწილი ტექნოლოგიებისა, ჭაბურღილის სიღრმე მხოლოდ 12.2 კილომეტრია და მისი მშენებლობა 20 წელი გაგრძელდა, რადგან ტრადიციულმა მიდგომამ და აღჭურვილობამ არ გაჭრა - მაგალითად მექანიკურმა ბურღმა დიდ სიღრმეზე არსებულ პირობებს ვერ გაუძლო.
“სიმართლე ისაა, რომ ასობით, შეიძლება ათასობით კოლას ჭაბურღილი დაგვჭირდეს, რომ გეოთერმული ენერგია პრაქტიკულად გამოსადეგი გახდეს და ენერგიაზე მოთხოვნა დააკმაყოფილოს,” - დაამატა ჰაუდიმ.
მიკროტალღებით ლოდების აფეთქება
“ქუაიზი” არის კომპანია, რომელიც "გამოიმუშავებს ტექნოლოგიას, რაც მიკროტალღებით დედამიწის მანტიის ქანების გახეთქვას და დაშლას შესაძლებელს გახდის, რაც თავისთავად უღრმესი ჭაბურღილების აშენებას რეალურ პერსპექტივად გახდის. ეს ტექნოლოგია MIT-ის სახელგანთქმულ ლაბორატორიაში გამოსცადეს და დაამტკიცეს.
გეოთერმული ენერგია ძალიან მდგრადი და სანდო სუფთა ენერგიის წყაროა, განსხვავებით ქარისა და მზის ენერგიის. ამას გარდა, მათი ვერტიკალური აგებულებიდან გამომდინარე, გეოთერმული ელექტროსადგურები მიწის ნაკლებ ზედაპირს დაიკავებენ.
ჰაუდი იმასაც ამბობს, რომ გეოთერმული ელექტროსადგურების მასობრივი მშენებლობა მსოფლიოში უდიდეს მუშათა სექტორს გამოიყენებს და სხვა დანიშნულებასაც შესძენს - ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ინდუსტრიაზე არის საუბარი. მარტო ამერიკაში, ეს ინდუსტრია 11 მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის და ამ სამუშაოებისთვის საჭირო კვალიფიკაციები და უნარები არის ზუსტად გეოთერმული ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო.
“ქუაზი” ბურღის ტექნოლოგიას, მილიმეტრული ტალღების ენერგიით ანაცვლებს, რომელიც ჯერ ადნობს, ხოლო მერე სრულიად შლის ქანს, რათა უღრმესი ორმოები წარმოქმნას.
ჰაუდი ხსნის, რომ მილიმეტრული ტალღები მანტიის სიღრმეში არსებული “მყარი, ცხელი, და კრისტალური ქანების” დაშლისთვის იდეალური ტექნოლოგიაა, რაშიც ტრადიციული ბურღვის მიდგომა გამოუსადეგარია. მართალია, ტალღებს უფრო რბილი ქანების დაშლა შედარებით უჭირთ, მაგრამ ზუსტად ზედაპირთან უახლოესი რბილი ქანების დაშლა არის ტრადიციული ბურღვის პირველადი დანიშნულება. ორი მიდგომის გაერთიანებით, კომპანია ეფექტურად განახორციელებს ამბიციურ პროექტებს.
ჰაუდის თქმით, “ქუაიზისგან” რამდენიმე წელში უნდა ველოდოთ პირველი ჭაბურღილების პროექტების დასრულებას.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0