
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში 15 წუთით შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი კიკეთის, სოფელი შინდისის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში 15 წუთით შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი კიკეთის, სოფელი შინდისის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ინტენსიფიკაციის, ბესარიონ ჟღენტის, მელიტონ ქანთარიას, ავთო ვარაზის, ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის, ჟღენტის, ილია აბულაძის, ძოწენიძის, პაატა დათუაშვილის, შალვა ნუცუბიძის, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის, ზურაბ მუზაშვილის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0