06/12/2021
10:14
სამართალი
წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი 2004 წელს დაბადებული პ.ვ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ლ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ.-ც რომელიც შეესწრო დანაშაულს და სამართალდამცავ უწყებებს არ შეატყობინა.
მიყენებული დაზიანების გამო, დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
0
0