14/04/2024
21:04
მსოფლიო
15 აპრილიდან და 30 ივნისის ჩათვლით ძალაში იქნება კანონი, რომელიც ძაღლის პატრონს ავალდებულებს ტყეში სეირნობისას ბილიკიდან გადასვლის შემთხვევაში ძაღლი საბელზე ჰყავდეს. ამასთან, ტყის ბილიკზე ძაღლი უსაბელოდ შეიძლება იყო იმ შემთხვევაში, თუ პატრონსა და ძაღლს შორის მანძილი არ აღემატება 100 მეტრს და ძაღლი პატრონის უშუალო კონტროლის ქვეშ იმყოფება.
სამინისტროს მიერ 1955 წელს გამოცემული ბრძანებულება, რომელიც ტყეში ძაღლების ხეტიალს არეგულირებს, ყოველწლიურად ორთვე-ნახევრის განმავლობაში მოქმედებს და მისი მიზანია „აღკვეთოს ფრინველებისა და ყველა სახის ნადირის განადგურება და წაახალისოს მათი რეკოლონიზაცია".
როგორი საყვარლებიც არ უნდა იყვნენ, ძაღლებს თავიანთი ძალიან მძაფრი ყნოსვით შეუძლიათ ადვილად აღმოაჩინონ მიწაზე მობუდარი ახალშობილები და შეაწუხონ ისინი. მათ შორის კი შეიძლება იყვნენ საფრანგეთში გადაშენების პირას მყოფი და წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, მაგალითად, ევროპული უფეხურა (ღამის ფრინველი Caprimulgus europaeus ). გარდა ამისა, არსებობს რისკი იმისა, რომ ძაღლმა ან მისმა პატრონმა კვერცხები დაამტვრიონ, - წერს ფრანგული პრესა და ძაღლის პატრონებს შეახსენებს, რომ წესის დაუცველობის შემთხვევაში დამრღვევი 750 ევროთი დაჯარიმდება.
0
0