
სამეგრელოში, 14 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობით დაკავებული, მისივე 28 წლის მეზობელი კაცის სასამართლო პროცესი კიდევ ერთი თვით, ნოემბრამდე გადადო.
დაცვის მხარის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და შესაძლოა ადვოკატებიც შეიცვალოს.
პროკურორის განმარტებით, მათი შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა არასრუწლოვნის ინტერესებიდან საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.
მისივე თქმით, საქმეს თან დართული აქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს. სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
შემთხვევა 8 მაისს გახმაურდა, რა დროსაც 14 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას უამბო და სექსუალურ ძლადობაში საკუთარი მამა დაადანაშაულა, ხოლო მამამ მეზობელი.
მოზარდის გამოძიებისთვის მიცემული თავდაპირველი ჩვენების თანახმად ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და მამა მასზე მინიმუმ 4 წლის მანძილზე ძალადობდა.
მომხდარის გამო მოზარდს რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობაც. მომხდარის შემდეგ მასთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ.
მამა პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა, ხოლო მეზობელი მეორე დღეს.
0
0