
დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალის იური რომანენკოსთან ინტერვიუში განაცხადა.
არესტოვიჩმა ისაუბრა სოციალურ ქსელებში მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ „სიძულვილის კამპანიაზე“. ეს კამპანია 14 იანვარს რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის შემდეგ არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებას უკავშირდება.
14 იანვარს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ დაეცა, რაც ის უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ დაადასტურეს. მოგვიანებით, თავად არესტოვიჩმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ჟურნალისტ იური რომანენკოსთან ინტერვიუში არსეტოვიჩი მკაცრად გმობს მის წინააღმდეგ აგორებულ სიძულვილის კამპანიას და ამასთან ერთად აცხადებს, რომ ეს კამპანია რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ კრემლი ცდილობს, უკრაინელების დაპირისპირებას და მოსკოვს შეგნებულად აქვს არჩეული სამიზნეები.
„ჩვენ ახლა ვართ ძალიან მკაფიო რუსულ სპეცოპერაციაში, რომელიც ჩვენ ტრადიციულ არქეტიპს ურტყამს. ეს ხდება რუსეთის დიდი შეტევის წინ, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა უკრაინისთვის გადამწყვეტი თვეებია. პოლონელები ხვდებიან რაც ხდება“, – აცხადებს არესტოვიჩი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ასევე მიუთითებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის კონასტირსკის სიკვდილზე და ამასაც რუსული სპეცოპერაციის ნაწილს უწოდებს, რომლის მიზანიც უკრაინის დასუსტებაა.
„მოდით, ამ თვალსაზრისით შევხედოთ დენის მონასტირსკის და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობის დაღუპვას. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენ უკვე ვართ ისტორიაში, რომელსაც აღარ ვატრიალებთ. აი, ამოაგდეთ არესტოვიჩი, რომელიც იყო ერთ-ერთი ოფიციალური ხმა. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც ასეთ რაღაცებთან მქონდა შეხება ცხოვრების განმავლობაში, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ვართ ისტორიაში, რომელსაც ჩვენ არ ვატრიალებთ და ვმართავთ. ის, რომ მე მესხმიან თავს, არაუშავს, ჩემი თავი არ მეცოდება, შეხედეთ საკუთარ თავს. მე არ ვარ ერთადერთი ვის წინააღმდეგაც დღეს გარკვეული ქმედებები ხორციელდება. რუსები ურტყამენ ფიგურებს, რომლებსაც გადამწყვეტ ფიგურებად მიაჩნიათ, რადგანაც უკვე ტრიალებს ისტორია, რომელსაც ჩვენ არ ვმართავთ. ჩვენ ამ ისტორიის შიგნით ვიმყოფებით. ასე რომ, ვიდრე სულელ რუსებს დავცინით და გვიხარია, რომ ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, ვიდრე ჩვენ ერათმანეთს არ დავუპირისპირდით, როდესაც ერთმანეთს დავუპირისპირდებით, შემდეგ ძალიანაც ადვილად დასამარცხებლები ვართ, უმოკლეს ვადაში, ისე რომ ჩვენ თავადაც არ ველოდებით. და თუ ყველა ფიქრობს… და მე ახლა არაოფიციალური პირი ვარ და ვამბობ რასაც მინდა, თუ ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ ომს გარანტირებულად მოვიგებთ, გეტყვით, 14 იანვრის შემდეგ, ეს ასე სულაც აღარ გამოიყურება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
0
0