24/04/2023
10:46
პოლიტიკა
„კუნთები საერთოდ აღარ აქვს, მისი [მიხეილ სააკაშვილი] ყოველი მოძრაობის მეშინია“, - ამის შესახებ გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს.
„წნევა იყო დაბალი, როგორც ჩანს ვარდნის დროს კიდევ უფრო დაბალი იყო, კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე. მისი ყოველი მოძრაობის მეშინია. ძალიან მძიმე ავადმყოფია.
მოვკარი ყური, რომ თითქოს დაიძრა ეს პროცესი [პოლონელი ექიმების ჩამოსვლის] როგორ გაგრძელდება არ ვიცი, თითქოს რაღაც ინსტანციიდან უკვე აქვთ რეკომენდაცია, მაგრამ ამის შემდეგ ლიცენზია უნდა გაიცეს, ლიცენზია ისეთი ამბავია, შეიძლება გაიცეს ერთ საათში, შეიძლება დასჭირდეს თვეები.
რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაც კი პატიმარს ათავისუფლებს საერთოდ, მაგრამ ნუ არ ვიცი. გაგზავნილი გვაქვს სტრასბურგში საბუთები“, - აცხადებს გიული ალასანია.
0
0