07/01/2025
14:11
პოლიტიკა
12 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და „რუსეთის“ მეტი სიტყვა არ დასცდენია „ოცნების“ ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ისაუბრეს თუ არა ბიძინა ივანიშვილმა და პია კაუმამ არჩევნებთან დაკავშირებით და როდესაც [საფრანგეთის] ელჩის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ხელისუფლება, რას აპირებენ მის შემთხვევაში.
„არ ვიცი ზუსტად რაზე იყო საუბარი [ივანიშვილსა და პია კაუმას შორის], მაგრამ თქვენ ხომ ხართ საქართველოს მოქალაქე და ჟურნალისტი, 26 ოქტომბერს რუსეთის ჩარევა არჩევნებში დაინახეთ?! ხომ ვერ დაინახეთ, ძალიან კარგი, რომ ვერც კი-ს ამბობთ და ვერც არა-ს. თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ, რომ საფრანგეთის ელჩის მიწოდებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ავრცელებს ცრუ ნარატივს, თითქოს ჩვენ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი კი არ გავედით არჩევნებზე და ჩვენი ნება კი არ გამოვხატეთ, ჩამოფრინდა ვიღაც მოსკოვიდან და მან ჩაატარა არჩევნები?! ამას გადაგვაყოლეს უკვე 12 წელია. ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ. 12 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და „რუსეთის“ მეტი სიტყვა არ დასცდენია „ოცნების“ ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0