15/11/2022
10:41
პოლიტიკა
“იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე. ეს მოითხოვს, რომ 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით, ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. “საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ”.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იმედს გამოთქვამს, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ, მისივე თქმით, “ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე”.
"12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან რეკომენდაციების განხორციელების მიზნით“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
0
0