29/03/2023
14:36
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 12 პუნქტის შესრულების პროცესში დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, დანარჩენი მიმართულებით კი ყველაფერი უკვე გაკეთებულია.
„12 პუნქტის შესრულება არის ჩვენი ვალდებულება. არის დარჩენილი ორი კანონპროექტის მიღება, დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი არის უკვე გაკეთებული. ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე - ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. ეს ორი კანონიც მიღებული იქნება სათანადო დროში და ივნისის ბოლომდე დასრულდება ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
0
0